“გატაცების საქმეში საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობდა”- აფგან მუხტარლის მეუღლე

ვფიქრობ, მუხტარლის გატაცების საქმეში საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობდა – აცხადებს აფგან მუხტარლის მეუღლე. ლეილა მუსტაფაევა საქმის ობიექტირ გამოძიებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროსასამართლოსთვის მიმართვას აპირებს:

“აფგან მუხტარლის ოფიციალურად ბრალი კონტრაბანდის გადატანაში, საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წარუდგინეს. სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იურისტების განცხადებით, მას სავარაუდოდ 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვფიქრობ, მუხტარლის გატაცების საქმეში საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობდა. სხვაგვარად თბილისის ცენტრიდან ადამიანის გატაცება და პასპორტის გარეშე საზღვარზე გადაყვანა შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ორივე ქვეყანაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ამ საქმის ობიექტურად გამოძიებას მოვითხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ” აცხადებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხტარლი ნამდვილად ჟურნალისტი აღმოჩნდა, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა – ჯეჯელავა
შემდეგი სტატიაოთხოზორიას დედა საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს