გასულ 24 საათში მსოფლიოში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ტედროს გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს გებრეისუსის თქმით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.

„ამ პანდემიაში ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გვაქვს გასავლელი. ბოლო 24 საათში მსოფლიოში ვირუსის 106 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შემთხვევების ორი მესამედი ძირითად ოთხ ქვეყანაზე მოდის, ესენია – ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრაზილია და ინდოეთი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაშემზღუდავი ღონისძიებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს