საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stop.cov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაგასულ 24 საათში მსოფლიოში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ტედროს გებრეისუსი