“გარკვეული სისუსტეებიც ძალიან გულახდილად განვიხილეთ”

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან დასრულდა. გია ვოლსკი აცხადებს რომ შეხვედრაზე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და მიზეზები განიხილეს. მისივე თქმით, ისაუბრეს მეორე ტურის კამპანიის შესახებაც.

“გარკვეული სისუსტეებიც ძალიან გულახდილად განვიხილეთ და გაგრძელდება სამომავლოდ რეგიონალურ ჭრილში მუშაობა, თბილისი ცალკე, დიდი ქალაქები ცალკე და რეგიონებში კიდევ ცალკე. მაჟორიტარები და ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელები იქნებიან ამ 2 დღის განმავლობაში ამ საკითხების განხილვაზე,”-ამბობს ვოლსკი.

კითხვაზე, ვინ უხელმძღვანელებს მეორე ტურის სამზადისს, ვოლსკი ამბობს, რომ ამ მოსაზრების დამკვიდრება გარკვეული პოლიტიკური ტექნოლოგიაა.

“რატომღაც ვიღაცეებმა შემოიტანეს ის მოსაზრება, რომ მე ვიქნები ხელმძღვანელი. მე მგონია რომ ესეც გარკვეული პოლიტიკური ტექნოლოგიაა, რომ მე მუდმივად ვიძახო, რომ მე არ ვიქნები და „მან უარყოო” იყოს ეგეთი შეკითხვა, შემდეგ თქვა, არც უარყო, არც დაადასტურა …” -ამბობს ვოლსკი.

ვოლსკის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს ყველა წევრი უხელმძღვანელებს და ასევე თავადაც იქნება ჩართული.

banner
წინა სტატიაში“მუქარაში გამოიყენებოდა ის სიტყვები, რომელსაც იყენებდა პარლამენტის თავმჯდომარე” -გიგაური პოლიციაში მივიდა
შემდეგი სტატიაპენტაგონი მექსიკის საზღვართან 7 ათას სამხედროს გააგზავნის