“მუქარაში გამოიყენებოდა ის სიტყვები, რომელსაც იყენებდა პარლამენტის თავმჯდომარე” -გიგაური პოლიციაში მივიდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა.

გიგაური გამომძიებელს იმ ფეისბუქგზავნილთან დაკავშირებით, რომელიც მან პირად შეტყობინებაში მიიღო და რომელიც მუქარის გარდა, შეიცავს შეურაცხმყოფელ შინაარსსაც, ინფორმაციას მიაწვდის. ეკა გიგაურმა შსს-ს გამოძიების მოთხოვნით თავად მიმართა.

„მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, სადაც იგი ეძახდა არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაშისტებს, ამის შემდეგ გარდა იმისა რომ ძალიან ბევრი აგრესიული გზავნილი მივიღე ჩემს ფეისბუქზე, ასევე მივიღე მუქარის გზავნილიც. და ზუსტად ამის გამო მივმართე საგამოძიებო ორგანოებს რომ ეს საკითხი გამოიძიონ. ამ მუქარაში გამოიყენებოდა ზუსტად ის სიტყვები, რომელსაც იყენებდა პარლამენტის თავმჯდომარე და ამას კიდევ ემატებოდა მუქარის შემცველი სიტყვები,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიმიიბან-მოიბანეთ, გამოდით ხალხში და ბოდიში მოიხადეთ… „ინფო 9“-ის ყოფილი ჟურნალისტი „ოცნებას“ ცოდვებს უხსენებს
შემდეგი სტატია“გარკვეული სისუსტეებიც ძალიან გულახდილად განვიხილეთ”