პენტაგონი მექსიკის საზღვართან 7 ათას სამხედროს გააგზავნის

პენტაგონმა გადაწყვიტა, საჭიროების შემთხვევაში, დაახლოებით 7 ათასი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნოს მექსიკის საზღვართან – 31 ოქტომბერს თეთრი სახლის ადმინისტრაციის წყარომ გაავრცელა. ეს სავარაუდო რაოდენობაა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს – “ამერიკის ხმა” ავრცელებს. “საზღვართან გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობა იმის მიხედვით შეიცვლება, რამდენის საჭიროებაც დადგება, თუმცა, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტიელბით ამ მომენტისთვის ოპერაცია “ერთგულ პატრიოტში” 7 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას – წყარომ თქვა.
სამშაბათს გავრცელდა, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გვატემალადან ასობით თავშესაფრის მაძიებლი მოემართება.

banner
წინა სტატიაში“გარკვეული სისუსტეებიც ძალიან გულახდილად განვიხილეთ”
შემდეგი სტატიადანია ეჭვობს, რომ ირანი მის ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავდა