საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია უშიკიშვილის ბრალდებებს პასუხობს

„გიორგი უშიკიშვილო არასოდეს გავცემდი პასუხს შენს პატარა კაცობას, მაგრამ ანსამბლ ბასიანს რომ ახსენებ გიპასუხებ რომ ჯერ ბასიანის მეასედი გააკეთე ცხოვრებაში, იმდენი იშრომე რამდენიც თუნდაც თითოეული ბასიანის წევრს უშრომია, უწვალია და ოფლი და სისხლი ჩაუქცევია წლების განმავლობაში ქართულ სიმღერაზე, ძველი ჩანაწერების გაცოცხლებაზე და მერე ილაპარაკე. ბასიანმა დამსახურებულად მოიპოვა სახელმწიფო სტატუსი, ჩვენი შრომის, ჩვენი დაუღალავი მუშაობის ნათელი შედეგია ეს სტატუსი და შენგან განსხვავებით ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს და დავუჭერთ კიდეც მომავალში იმ ანსამბლების “გასიპებას” ვინც ასევე ბევრი იღვაწა და შენსავით არ გავბოროტდებით ღმერთმა დაგვიფაროს! ფოლკლორის ცენტრში ნეპოტიმს რაც შეეხება დადე კონკტრეტული მტკიცებულება და ჩემის მხრივ კი მე გეტყვი რომ შენი სისხლით ნათესავები ბევრი გავათავისუფლე მე პირადად სამსახურიდან! სახელებს და გვარებს არ დავასახელებ იმიტომ რომ შენგან განსხვავებით არ ვიკადრებ სხვებზე და სხვების ცოლებზე ვიჭორაო… შენი აღებული პრემიები და ჰონორარები მაგიდაზე მე მიდევს და თუ გინდა გამოგიქვეყნებ პრობლემა არაა თუ არ შეგრცხვება… სერიოზული რეორგანიზაცია დაგვჭირდა რომ შენი ბოსტანი დაგვემსგავსებინა სახელმწიფო დაწესებულებას. ფოლკლორი გიორგი დონაძე და ბასიანი კი არა მარტო, ის 17 სალოტბარო სკოლაა სადაც ათასზე მეტი ახალგაზრდა სწვლობს და მომავალ თაობებს ვასწავლით ტრადიციებს. გიორგი დონაძესთან ერთად ფოლკლორი არის ის უამრავი შენგან მივიწყებყული და დაკიდებული, დაფასებული მოღვაწე, რომლებთანაც ჩვენ ჩავედით, დავაფასეთ და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცით. ანდრო პაპა, ტრისტან სიხარულიძე, ცხონებული ისლამ ფილფანი, ცხონებული პოლიკარპე ხუბულავა, რომელსაც სერთიფიკატი არ მიეცი, კუშნი გუგავა რომელიც 10 წელი სცენაზე არ გამოიყვანე და რომელი ერთი ჩამოვთვალო! შენ ხარ კაცი რომელიც ანზორ ერქომაიშვილს, ჯემალ ჭკუასელს, ირაკლი მათიკაშვილს, კუშნი გუგავას და სხვა უამრავ დაფასებულ ადამიანს დასცინოდი და შეურაცხყოფდი. შენი ადგილი არ არის კულტურაში შენი ადგილი არის როგორც ყოველთვის ნაციონალურ მოძრაობაში ან ევროპულ საქართველოში ან არ ვიცი რომელს დაუდექი გვერდით, მაგრამ მე თუ მკითხავ შენი ადგილი სადაც არის მე ეს ყველაზე უკეთესად ვიცი“-წერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია.

banner
წინა სტატიაშიპატრული თემქაზე დაკავებული ბიჭის გამომსარჩლებელ ქალს: “შეეთრიე, შენს საქმეს მიხედე…” (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები აბასთუმნის ქუჩიდანაც აიღეს