გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბელორუსიის დელეგაციას შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ბელორუსიის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე მიხაილ პორტნოის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა დელეგაციას, კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გამოცდილება გაუზიარეს.
ასევე იმსჯელეს დაცულ ტერიტორიებზე ეკო-ტურიზმის მდგრად განვითარებასა და ბელორუსიაში 2017 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტის – „ტურიზმის მდგრადი განვითარება ბელორუსიაში“ შესახებ.

დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც უცხოელი სტუმრები ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურას გაეცნობიან.
საქართველოს შემდეგ ბელორუსი დელეგატები გერმანიასა და სლოვენიას ეწვევიან.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი : ყველა ველოდებით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს