გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ ცხრა სადგურზე განახორციელებენ და საზოგადოებას შედეგენი ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე ეცნობება.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, ცხრა სადგურზე განახორციელებს. კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები. აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად. მიღებული შედეგები ეცნობება საზოგადოება ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანემ საქართველოს პრეზიდენტს კიკუ უწოდა
შემდეგი სტატიაTASS: მოსკოვში, მოსკოვის რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა