TASS: მოსკოვში, მოსკოვის რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა

TASS-ი FSB-ზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში, მოსკოვის რეგიონსა და ვორონეჟის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა. ამის შესახებ მოსკოვის მერმაც, სერგეი სობიანინმაც გააკეთა განცხადება.

“ჩვენ ვხსნით ყველა შეზღუდვას, რომელიც დაკავშირებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღებასთან. სკოლებში გამოსაშვები ცერემონია, რომელიც ამ შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო, 1 ივლისს გაიმართება. მადლობას ვუხდი მოსკოველებს სიმშვიდისთვის და გაგებისთვის.”- წერს მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი Telegram-ზე.

რუსეთის სამ რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ევგენი პრიგოჟინის აჯანყების გამო დაწესდა.

24 ივნისს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი ზელენსკიმ ღირსების ორდენით დააჯილდოვა