გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი.

„9 ოქტომბრიდან, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა, რუსეთმა დამარხული ნაღმების მოქმედებაში მოყვანა დაიწყო…ახლაც საბჭოთა კავშირი ინგრევა, უფრო სწორად, ის რაც მისგან დასავლეთმა დატოვა – გვარამია
შემდეგი სტატიაკონგრესმენი ჯო ვილსონი – საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, გვინდა, ერთ დღეს ქვეყანა ვიხილოთ ნატო-ს წევრად