“განვითარებული მოვლენების დროს მთავარი, რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“-კონფლიქტია”- ირმა ნადირაშვილი

“ევროპული საქართველოს” განცხადებით ისინი არ გეგმავენ კონსულტაციებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გუნდი აპირებს საპარლამენტო საქმიანობა სამი ფრაქციის სახით გააგრძელოს.

„ვთვლით, რომ განვითარებული მოვლენების დროს მთავარი, რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“-კონფლიქტია. ამიტომ „ევროპული საქართველო“ ფიქრობს, რომ თავისი სამი ფრაქციით პარლამენტში იმუშავებს უმრავლესობის შიგნით კონფლიქტის გაღრმავებაზე და თავისი მთავარი ამოცანის შესრულებაზე – ბიძინა ივანიშვილის ჩამოაშოროს ხელისუფლებას“-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

რაც შეეხება ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს, ისინი არ გამორიცხავენ, რომ სწორედ მათ შექმნან საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში.

უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლამდე, პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ 14 დეპუტატი იყო, ახლა კი უკვე მათ 7 დეპუტატი შეემატა: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ამ დროისთვის „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს. იმის გამო, რომ საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ 21 დეპუტატია დარჩენილი, მოხდა უმცირესობის დაშლა. რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუ უმცირესობაში უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტია.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა – მამუკა ბახტაძეს სავარაუდოდ, TBC ბანკის საქმეზე მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა
შემდეგი სტატიახელისუფლების მომხრეები მოითხოვენ გახარიას წერილი დაიდოსო,თითქოს მართლა აინტერესებთ