საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა – მამუკა ბახტაძეს სავარაუდოდ, TBC ბანკის საქმეზე მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომას დაესწრება, რომელიც ბრიუსელში იმართება.
უკვე არის მოლოდინი იმის შესახებ, რომ მამუკა ბახტაძეს TBC ბანკის საქმე შესახებ მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხებს გაცემა.

პროტოკოლის თანახმად, ქართული მხარე “ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას” წარადგენს. პროექტი საქართველოს აძლევს საშუალებას, ასოცირების შეთანხმების მიღმა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციისკენ.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია.

„დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება იმისთვის,რომ განვიხილოთ სამომავლო გეგმები, თუ რა მიმართულებით ვხედავთ ასოცირების ხელშეკრულების კიდევ უფრო ეფექტიანად შესრულების გზებს“-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

00
FaceBookGoogle+ 78

banner
წინა სტატიაში“არის ქაოსი და ამ ქაოსის შემდეგ რა კონფიგურაციას მივიღებთ არავინ იცის”- რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია“განვითარებული მოვლენების დროს მთავარი, რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“-კონფლიქტია”- ირმა ნადირაშვილი