ხელისუფლების მომხრეები მოითხოვენ გახარიას წერილი დაიდოსო,თითქოს მართლა აინტერესებთ

ხელისუფლების მომხრეები (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთები კიდევ არიან) ისე დაბეჯითებით მოითხოვენ გახარიას წერილი დაიდოსო, თითქოს მართლა აინტერესებთ საქმეში გარკვევა.

სინამდვილეში რასაკვირველია ეს მათ სულაც არ ენაღვლებათ. გამოქვეყნდება წერილი? იტყვიან, ეგ რა არის, სადაა მინისტრის ხელმოწერა, მასე ხომ მეც დავწერ რაღაცასო. ხელმოწერაც რომ იყოს, ფაქსიმილეს მოითხოვენ, ხოლო ელექტრონული სახით თუ იქნა და აიპის გაყალბებას ნებისმიერი ჰაკერი აკეთებსო, მოგვიგებენ. ეგ კი არა, სულაც ხელით დაწერილი “ეპისტოლე თიბისელთა მიმართ” რომ იყოს და გრაფოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩემპიონების დასკვნა დაუდო წერილიანად, აზრს ან დამოკიდებულებას მაინც არ შეიცვლიან. ბოლო ბოლო დაასკვნიან, ნაცები პროვოკაციების დიდოსტატები არიან და იმათი ნაჩალიჩარი იქნებაო. მოკლედ, რაც არ უნდა მოხდეს, ხელისუფლება ყოველთვის იქნება მართალი და ხაზარაძე მტყუანი

რატომ? იმიტომ, რომ დღეს, 2019 წლის 5 მარტს რომ ამ ხელისუფლების მომხრე იქნები კიდევ, სხვანაირად როგორ იქნება?
– წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაში“განვითარებული მოვლენების დროს მთავარი, რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“-კონფლიქტია”- ირმა ნადირაშვილი
შემდეგი სტატიაბიძინას თავდაღმართის დღევანდელ ეტაპზე მამუკა ხაზარაძის მორიგეობის დროც მოვიდა – ბერძენიშვილი