უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ესაუბრა ევროკავშირის უმარლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელს და მოუწოდა ევროკავშირს, დაეხმაროს ქვეყანას, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები მალე მიიღოს.
მინისტრი ამბობს, რომ ბორელს აცნობა რუსული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების შესახებ, მათ შორის კიევში.
“მე ხაზგასმით აღვნიშნე უკრაინისთვის მეტი პატრიოტებისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების მნიშვნელობა, რომლებსაც შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრა. ჩვენ განვიხილეთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირის, რათა დაეხმაროს უკრაინას რაც შეიძლება მელე მიიღოს მეტი პატრიოტის და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემები”, – თქვა კულებამ.
კულებას თქმით, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ესხმიან თავს ბალისტიკური რაკეტებით, ამიტომ “პატრიოტის” სისტემები უნდა განლაგდეს უკრაინის ტერიტორიაზე და არ დარჩეს ისეთ ადგილებში, სადაც სარაკეტო საფრთხე ნულის ტოლია.