გამოვრიცხავ, TBC ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს -მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი გამორიცხავს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ივანე მაჭავარიანმა განუცხადა:

„პირიქით, ანაკლიის შემთხვევაში ხელისუფლება მაქსიმალურად უჭერს მას მხარს. არანაირი კავშირი ამას არ აქვს, მე დარწმუნებული ვარ. ამავდროულად, არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკს“ და საფინანსო სისტემას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იყო კონკრეტულ ტრანზაქციაზე კონკრეტული შეკითხვები და მე მჯერა, რომ პასუხი ზუსტად ამ ტრანზაქციაზე იქნება გასაცემი. ჩემი აზრით, ანაკლიის პროექტი ცალკე მდგომი, მნიშვნელოვანი მასიური პროექტია და ინვესტორების გადაწყვეტილება, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამ პროექტში, დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად გამართლებული იქნება მათთვის ეს პროექტი ეკონომიკურად“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში“არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას“ – მელია
შემდეგი სტატია“ის უნდა იყოს გულწრფელი” – ბაქრაძე ხაზარაძეს საზოგადოების თანადგომის მოპოვებას ურჩევს