“არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას“ – მელია

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ TBC ბანკის დამფუძნებლები ნებისმიერ დროს დააკავონ.

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს. მისი თქმით, ივანიშვილს სურს ბანკის ხელში ჩაგდება და მთავარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის პორტის პროექტის ჩაშლა. რაც ნიკა მელიას განცხადებით, ფაქტობრივად, გამოვიდა კიდეც, რადგან ხაზარაძე და ჯაფარიძე, როგორც ფულის გამთეთრებლები მიუღებელი პარტნიორები იქნებიან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისთვის, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობაში 600 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა.

„ადამიანი, პრაქტიკულად, ძებნაზე დასვეს, ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს, ობიექტური ვარაუდი არსებობს,რომ 600 მილიონი დოლარის გამოყოფის სურვილი საერთაშორისო ფინანსურს ინსტიტუტს აღარ გაუჩნდება, მანამ, სანამ ბატონი ხაზარაძე ან, თუნდაც, ბატონი ბადრი ჯაფარიძე იქნებიან ამ პროცესში ჩართულნი.

ბიძინა ივანიშვილის გეგმაში გახლავთ შემდეგი, გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება იმ საბაბით, რომ აგერ, თურმე უმძიმესი დამნაშავეები ახორციელებენ ამ პროექტს. არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას,“ – აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშისკანდალური წერილი : „ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან“
შემდეგი სტატიაგამოვრიცხავ, TBC ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს -მაჭავარიანი