“ის უნდა იყოს გულწრფელი” – ბაქრაძე ხაზარაძეს საზოგადოების თანადგომის მოპოვებას ურჩევს

საპარლამენტო უმცირესობის წევრები მამუკა ხაზარაძეს ურჩევენ, მოიპოვოს საზოგადოების თანადგომა, რადგან ეს მის მიერ დაწყებულ ბრძოლაში ერთადერთი რეალური იმუნიტეტია. თუმცა, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების ერთადერთი გზა გულწრფელობაა.

ამიტომ ის ურჩევს TBC ბანკის დამფუძნებლებს, ღიად ისაუბრონ იმ მიზეზებზე, რის გამოც მათ წინააღმდეგ 11 წლის წინანდელ საქმეზე სამართლებრივი დავა დაიწყო. ბაქრაძის თქმით, ხაზარაძემ უნდა დაასახელოს, ვინ დგას მასსა და კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის უკან.

“მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტია, რამდენად გულწრფელი ან არაგულწრფელი იქნება აი, ამ ყველაფრის შეფასებაში, მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ თუ მას სურს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება. ის უნდა იყოს გულწრფელი საზოგადოებასთან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება, რას ედავება ხელისუფლება “თიბისი ბანკს”, რატომ ედავება ხელისუფლება “თიბისი ბანკს”, რა დგას და ვინ დგას ამ დავის უკან,“ – აცხადებს დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიგამოვრიცხავ, TBC ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს -მაჭავარიანი
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე : „თიბისი ბანკის“ საკითხზე ძალიან ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა უნდა იყოს