“გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა“ – ნათელაშვილი ხაზარაძეს მიმართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეს ქუჩაში გამოსვლას, საკუთარი ინტერესების დაცვასა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებისკენ მოუწოდებს.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი TBC ბანკის ხელში ჩაგდებით დაასრულებს ქვეყნის საფინანსო-საბანკო სისტემის ოკუპაციას.

“TBC ბანკის ხელში ჩაგდებით რაც დაგეგმილი აქვს ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ჩვენი ქვეყნის საფინანსო-საბანკო ოკუპაციას და დიდი ხნით გაიმყარებს პრივილეგირებულ მდგომარეობას მათ შორის პოლიტიკაშიც.

ამიტომ ტუ ხაზარაძეს დ ამის გუნდს შერჩენია თავმოყვარეობა და თუ უნდათ გარკვეულწილად გამოასწორონ ის ცოდვები, რაც მიუძღვით ქართველი ხალხის წინაშე ყაჩაღური საბანკო პოლიტიკის შედეგად, კეთილი ინებონ გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა,“- აცხადებს ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილი დღეს ეროვნულმა ბანკის იმ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებას და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევას გულისხმობს. ეროვნული ბანკის განცხადებით, ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

„თიბისი ბანკი“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

banner
წინა სტატიაში,,ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას“ – ბუბა კიკაბიძე
შემდეგი სტატიაTBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა – აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა