TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა – აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციები უფასურდება. ამ დროისთვის TBC-ის ერთი აქციის ღირებულებაა 13.34 გირვანქა სტერლინგია, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, მინიმალურ ფასია. ბოლო 24 საათში TBC-ის აქციები 6.66% პროცენტით გაუფასურდა.

აქციების ფასის ვარდნის გამო TBC ბანკმა 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა, რაც დაახლოებით 176 მილიონი ლარი.

ამ დროისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მამუკა ხაზარაძე, ისაუბრებს თუ არა იმ მიზეზებზე, რის გამოც მის წინააღმდეგ დევნა დაიწყო.

როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო დახურულ ბაზაში, მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებლად და კრიმინალადაც დაარეგისტრირეს.

ეროვნულმა ბანკმა კი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა დასახელდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

„თიბისი ბანკი“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

banner
წინა სტატიაში“გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა“ – ნათელაშვილი ხაზარაძეს მიმართავს
შემდეგი სტატიაივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს – ფადი ასლი