გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მეტად კახა კალაძეს, სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ენდობა – IRI-ს კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საჯარო ფიგურების რეიტინგში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის მერს კახა კალაძეს აქვს.

კითხვაზე, თითოეულ საჯარო ფიგურაზე დაასახელეთ, დადებითი აზრის ხართ, მეტ-ნაკლებად დადებითის, მეტ-ნაკლებად უარყოფითის თუ ძალიან უარყოფითის:

👉 კახა კალაძის მიმართ 52% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 44% უარყოფითად

👉 სალომე ზურაბიშვილის მიმართ 48% დადებითად არის განწყობილი, 47% კი უარყოფითად

👉 ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 43%, უარყოფითად კი 53%

👉 გიორგი გახარიას დადებითი რეიტინგი 36%-ია, უარყოფითი კი 56%

👉 მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 36%, უარყოფითად კი 59%

👉 ბიძინა ივანიშვილის მიმართ 35% დადებითად არის განწყობილი, 58% კი უარყოფითად

👉 შალვა ნათელაშვილი მიმართ 35% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 58% უარყოფითად

👉 ელენე ხოშტარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი 33%, ხოლო უარყოფითად 56%

👉 გიორგი ვაშაძის მიმართ დადებითადაა განწყობილი 33%, ხოლო უარყოფითად 58%

👉 ალეკო ელისაშვილი მიმართ დადებითად განწყობილია 31%, უარყოფითად 56%

👉 ირაკლი კობახიძის მიმართ დადებითი განწყობა აქვს 29%-ს, ხოლო უარყოფითი 53%-ს

👉 მამუკა ხაზარაძის მიმართ დადებითი განწყობა აქვს 27%-ს, ხოლო უარყოფითი – 46%-ს

👉 შალვა პაპუაშვილის დადებითი რეიტინგი 36%-ია, უარყოფითი კი 56%

👉 ლევან ხებეიშვილის მიმართ დადებითი განწყობა აქვს 27%-ს, ხოლო უარყოფითი – 56%-ს

👉 ბადრი ჯაფარიძის დადებითი რეიტინგი 26%-ია, უარყოფითი კი 51%

👉 ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ დადებითი განწყობა აქვს 26%-ს, ხოლო უარყოფითი – 64%-ს

👉 პეტრე ზისკარიშვილის დადებითი რეიტინგი 19%-ია, უარყოფითი კი 42%

👉 გიგა ბოკერიას მიმართ დადებითი განწყობა აქვს 17%-ს, ხოლო უარყოფითი – 74%-ს

👉 პაატა მანჯგალაძის დადებითი რეიტინგი 9%-ია, უარყოფითი კი 21%

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ – 19%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 14% , „საქართველოსთვის“ 3% – IRI
შემდეგი სტატიარომელ პარტიებს არ დაუჭერდით მხარს? – 39% „ნაცმოძრაობა“, 34% „ოცნება“ – IRI-ს კვლევა