რომელ პარტიებს არ დაუჭერდით მხარს? – 39% „ნაცმოძრაობა“, 34% „ოცნება“ – IRI-ს კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის კითხვაზე რომელ პარტიებს არ დაუჭერდით ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა 👇

„ნაციონალური მოძრაობა“ – 39%

„ქართული ოცნება“ – 34%

„ალტ-ინფო“ – 14%

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 13%

„პარტიოტთა ალიანსი“ – 13%

„გირჩი“ – 13%

„ევროპული საქართველო“ – 13%

„ლეიბორისტული პარტია“ – 8%

„დროა“ – 7%

„ლელო“ – 6%

„ხალხის ძალა“ – 5%

„საქართველოსთვის“ – 4%

ანა დოლიძე – 1%

ინფორმაციისთვის, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მეტად კახა კალაძეს, სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ენდობა – IRI-ს კვლევა
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 43% მტკიცედ მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას – IRI