30-40 წუთის განმავლობაში 4-ჯერ მცემეს უმოწყალოდ, ეს იყო შეკვეთილი – ქაცარავა

“დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში 4-ჯერ მცემეს უმოწყალოდ” – ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს. ქაცარავას თქმით, ცემის შემდეგ ფოტოები გადაუღეს და დამკვეთებს გადაუგზავნეს.

“დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში 4-ჯერ მცემეს უმოწყალოდ. ოფიციალური ხელთათმანები ეკეთათ მათ, რომელზეც კასტეტის მაგვარი გამონაზარდები არის… ასრულებს ფაქტობრივად კასტეტის ფუნქციას და ზუსტად ასეთი დარტყმებით და ხელთათმანებით ხდებოდა….გადაიღეს სურათები და თავის დამკვეთებს გადაუგზავნეს. კერძო ინიციატივა არ იყო, დარწმუნებული ვარ ეს იყო შეკვეთილი ეგზეკუცია” – ამბობს ქაცარავა, რომელსაც გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

banner
წინა სტატიაშიმოწყენას დაიწყებენ, გართობა მოუნდებათ და პარლამენტში შემოვლენ – იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ვეტო ისეთი უნდა იყოს, რომ „ქართული ოცნების“ გამოძრომა შეუძლებელი იყოს – ხვიჩია