„ქართული ოცნება“ – 19%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 14% , „საქართველოსთვის“ 3% – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის კითხვაზე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე კვირის შაბათს რომ ჩატარდეს, ვის დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა 👇

✔️ „ქართული ოცნება“ – 19%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ – 14%

✔️ „საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია – 3%

✔️ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 3%

✔️ „ლეიბორისტული პარტია“ – 2%

✔️ „ლელო“ – 2%

✔️ „გირჩი“ – 2%

✔️ „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%

✔️ ანა დოლიძე – 2%

✔️ „მოქალაქეები“ – 2%

✔️ კონსერვატიული მოძრაობა „ალტინფო“ – 2%

✔️ ელენე ხოშტარია „დროა“ – 1%

✔️ გიგა ბოკერია „ევროპული საქართველო“ – 1%

✔️ „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%

✔️ „ხალხის ძალა“ – 1%

ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ 5%-მა თქვა, რომ პასუხი არ იცის, 20%-მა აღნიშნა, რომ არცერთ პარტიას არ ძლებს ხმას, ხოლო 7%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია.

ინფორმაციისთვის, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მეტად კახა კალაძეს, სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ენდობა – IRI-ს კვლევა