“გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არაფერი ემუქრება”

“ყველა ამ აქციის მონაწილეს და მოძრაობას აქვს საშუალება ჩაატარონ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და აქციები. გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არაფერი ემუქრება და ჩვენ ეს წლების განმავლობაში ყველას დავანახეთ და დღესაც, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და პარლამენტთან არის იმ გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. მაგრამ ამასთან ერთად სახელმწიფოს ვალდებულებაა ისიც, რომ დავიცვათ კანონი და წესრიგი. ”- ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაშიხმაური და ფიზიკური დაპირისპირება გორის აგრარულ ბაზარში- ელისაშვილს ხელისუფლებამ ორგანიზებული ჯგუფები დაახვედრა
შემდეგი სტატია“გახარიას თბილისელების სახელით მადლობას ვუხდი, 300 მილიონით გაზარდა ჩვენი ბიუჯეტი”