ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება გორის აგრარულ ბაზარში- ელისაშვილს ხელისუფლებამ ორგანიზებული ჯგუფები დაახვედრა

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება გორში. აგრარულ ბაზარში მისულ ალეკო ელისაშვილს ხელისუფლებამ ორგანიზებული ჯგუფები დაახვედრა. საჯარო მოხელეები და “ოცნების” აქტივისტები, როგორც თავად ამბობდნენ, ელისაშვილის “ნაცმოძრაობასთან” ალიანსს აპროტესტებდნენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა, ხელისუფლების მომხრეები ალეკო ელისაშვილის და მისი თანმხლები პირების ფიზიკურ ანგარიშწორებას შეეცადნენ. ადგილზე 100-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ ვითარების განმუხტვა შეძლეს.
“სამოქალაქო მოძრაობა” გორში მაჟორიტარი დეპუუტატების, თენგიზ ხუბულურის და იოსებ მაკრახიძის ფეოდალურ მმართველობას აპროტესტებდა, მოძრაობის წევრები სიმბოლურად გორის ბაზარში მივიდნენ, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც სწორედ მაკრახიძეა. იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულირი წ. ამბოხებულთა დეპუტატთა სიაში არიან, ისინი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერენ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ინტერვიუ ძალიან სასაცილო იყო, გააჟღერა არაერთი სასაცილო ბრალდება – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია“გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არაფერი ემუქრება”