“გახარიას თბილისელების სახელით მადლობას ვუხდი, 300 მილიონით გაზარდა ჩვენი ბიუჯეტი”

“იმისთვის, რომ ქალაქში განახორციელო საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები, საჭიროა ბიუჯეტი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს, მთავრობის მეთაურს ბატონ გიორგი გახარიას, მადლობა მინდა გადავუხადო მას თბილისელების სახელით, იმიტომ, რომ 2020 წლის თბლისის ბიუჯეტი მართლაც რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, პროექტების განხორციელებაში ჩვენ მილიარდ 300 მილიონ ლარს დავხარჯავთ, 300 მილიონი ლარით იქნება გაზრდილი თბილისის ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 300 მილიონით მეტ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ”- თბილისის მერი კახა კალაძე ორწლიან მუშაობას აჯამებს.

banner
წინა სტატიაში“გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არაფერი ემუქრება”
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გზავნილებიდან, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასაქმების ნაწილია”