გამოძიების ფედერალური ბიურო Boeing-ის დოკუმენტებს შეამოწმებს

აშშ-ში გამოძიების ფედერალური ბიურო ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს თვითმფრინავ Boeing 737 MAX 8 -ის სერთიფიცირების პროცესის შესწავლაში დაეხმარება, რომელიც აღნიშნული მოდელის ეთიოპიაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ დაიწყო – The Seattle Times-ი წერს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სამინისტროს გენერალურ ინსპექტორს გამოძიების ფედერალური ბიურო საკუთარ რესურსებს დაახმარს.

Boeing 737 MAX 8-ის სერთიფიცირების პროცესის აუდიტის შესახებ გადაწყვეტილება 20 მარტს მიიღო ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ. ავიაკომპანიამ საჭირო დოკუმენტები 2017 წელს მიიღო, განცხადება კი 2012 წელს შეიტანა.

უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე Boeing 737 MAX 8-მა ორჯერ განიცადა კატასტროფა. პირველი შემთხვევის შემდეგ, რომელიც მალაიზიაში მოხდა, ავიაკომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ თვითმრფინავებს სისტემური წუნი აქვს და გაურკვეველი მიზეზით ცხვირით დაბლა იწყებს ფრენას, რომლის გამოსწორება ხელით მართვის შემთხვევაშიც შეუძლებელია.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი თანახმაა “ბრექსიტი” 22 მაისამდე გადადოს
შემდეგი სტატიაიშვიათი დაავადების გამო შავი კატა გათეთრდა