იშვიათი დაავადების გამო შავი კატა გათეთრდა

გერმანიის ქალაქ რაუენბერგში შავი კატა იშვიათი დაავადების გამო გათეთრდა – Daily Mail-ი წერს. დაბადებიდან კატას, რომელსაც ელი ქვია, შავი ბეწვი ჰქონდა. წლებთან ერთად მისმა ოპეკუნმა ნიკოლ ბელიმ შეატყო, რომ კატა თანდათან თეთრდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი პიგმენტაციის დარღვევაა, დაავადება, რომელსაც ვიტილიგო ქვია. ის მსოფლიოში დაახლოებით ერთ პროცენტ მოსახლეობას აქვს, თუმცა, კატებს ძალიან იშვიათად ემართებათ.
“თუკი გარეგან სახეს არ ჩავთვლით, დაავადებას ელის ჯანმრთელობაზე გავლენა არ ჰქონია, ის ისეთივე ბედნიერია და უყვარს თამაში, როგორც ყოველთვის” – წერს ნიკოლ ბელი, რომელიც კატის ფოტოებს სოციალურ ქსელში პერმანენტულად აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიგამოძიების ფედერალური ბიურო Boeing-ის დოკუმენტებს შეამოწმებს
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე: ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს კლანი კიდევ უფრო გაძლიერდეს და უზენაესი სასამართლოც გააკონტროლოს