ევროკავშირი თანახმაა “ბრექსიტი” 22 მაისამდე გადადოს

21-22 მარტს ევროკავშირის ქვეყნების 27 ხელმძღვანელი “ბრექსიტის” გადადების საკითხს გადაწყვეტს. გერმანული მედიის ინფორმაციით, მათი წყაროები იტყობინებიან რომ შეთანხმება შედგება და ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლა 22 მაისამდე გადაიდება. კომუნიკეში, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, dpa-ის ინფორმაციით, ზუსტად ეს თარიღია აღნიშნული.

გადავადების მისაღებად გაერთიანებულმა სამეფომ მთელი რიგი მოთხოვნები უნდა შეასრულოს, მათ შორის, ბრიტანეთის პარლამენტმა ლონდონსა და ბრიუსელს შორის დადებული შეთანხმება უნდა მიიღოს – “დოიჩე ველე” წერს. ევროკავშირმა ხელახლა დაადასტურა, რომ მისი გადახედვა არ მოხდება.
გუშინ გავრცელდა, რომ ტერეზა მეიმ დონალდ ტუსკს “ბრექსიტის” 30 ივნისამდე გადადება სთხოვა.

banner
წინა სტატიაშიFacebook-ის თანამშრომლებს მილიონობით პაროლზე ჰქონდათ წვდომა
შემდეგი სტატიაგამოძიების ფედერალური ბიურო Boeing-ის დოკუმენტებს შეამოწმებს