გამოძიება მიმდინარეობს ტენდენციურად

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 21, 2017 16:31

გამოძიება მიმდინარეობს ტენდენციურად

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ადვოკატები ნათია კორკოტაძე და არჩილ ჩუბინიძე დაზარალებულის მხარის სახელით ხვედელიძის სისხლის სამართლის საქმის მასალებს უკვე გაეცნენ.
ადვოკატების აზრით, გამოძიება მიმდინარეობს ტენდენციურად, საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი უსარგებლო საგამოძიებო ღონისძებები, რეალურად, გამოძების მხრიდან არ არსებობს დანაშაულის გახსნის სურვილი.
კონკრეტულად, წინასწარი მონაცემებით, გელა ხვედელიძეზე თავდამსხმელი ორი პირი ბარნოვის ქუჩის მხრიდან თარხნიშვილის ქუჩაზე გადაადგილდება, თავდასხმის მერე კი, გუდაურის ქუჩის გავლით, ისევ ბარნოვის ქუჩაზე გადის, სადაც მათ, სავარაუდოდ, ავტომანქანა ელოდებათ და ასე ტოვებენ შემთხვევის ადგილს. გამოძიება არც კი დაინტერესებულა ბარნოვის ქუჩაზე ახლომდებარე ობიექტების სათვალთვალო კამერების მონაცემებით, ისევე როგორც არ არის ამოღებული ახლოსმდებარე სატალეფონო ანძების მონაცემები.
გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასულია ორ კვირაზე მეტი და დროის გასვლასთან ერთად, ნადგურდება დანაშაულის გახსნისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ადვოკატებმა ნათია კორკოტაძემ და არჩილ ჩუბინიძემ დღეს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-3 განყოფილებას შუამდგომლობით მიმართეს და კონკრეტულად მიუთითეს, რომელი ობიექტების სათვალთვალო კამერების მონაცემებია მნიშვნელოვანი გელა ხვედელიძის თავდასხმის საქმეში მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ისევე როგორც მოითხოვეს ახლომდებარე სატელეფონო ანძების მონაცემების ამოღებაც.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმა 1017 წლის 3 აპრილს მის საცხოვრებელ სახლთან, თარხნიშვილის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 21, 2017 16:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics