ლუკაშენკოს თქმით, მისი მოკვლა სურდათ ლიბერალურ რეფორმებზე უარის თქმის გამო

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ლიბერალურ რეფორმებზე უარის თქმის გამო მისი მოკვლა სურდათ – ადგილობრივი მედია წერს. “მე ჯერ კიდევ დამწყებ პრეზიდენტებს ვეუბნებოდი, რომ ჩვენ არ გვაქვს ფული გასარისკად და რაიმე სახის რეფორმის ჩასატარებლად. იქნებ ჩავარდა რეფორმა? ყველაფერი გადავიტანე – იმპიჩმენტიც, მოკვლაც, სროლაც… ეს ყველაფერი გადავიტანეთ, გავუძელით” – თქვა ლუკაშენკომ და დაამატა, რომ ბელორუსს ლიბერალურ რეფორმებზე ფული არა აქვს. “ამერიკაში არის. შეცდნენ – დაბეჭდავენ, მთელი მსოფლიო გადაიხდის ამის გამო. ჩვენ კი, ჩავარდნის შემთხვევაში ამ ხვრელებს რითი ამოვავსებთ? ამიტომ, მე ყოველთვის აკურატული და ფრთხილი ვიყავი, ამიტომ ახალი იდეების განხორციელებას არ ვესწრაფვი” – ახსნა სახელმწიფოს მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიგამოძიება მიმდინარეობს ტენდენციურად
შემდეგი სტატიაპაკისტანში სამმა ქალმა მქადაგებელი მოკლა