იაპონიაში, ფხენიანზე თავდასხმის შემთხვევაში, რეკომენდაციები გამოქვეყნდა

იაპონიის მთავრობამ რეკომენდაციები გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია მოქალაქეთა ქცევის წესები ჩრდილოეთ კორეაზე სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში. წესები იაპონიის 47-ვე პრეფექტურას დაურიგდა.
ადგილობრივი მთავრობა ვალდებულია თავდასხმის შესახებ მოსახლეობას ქუჩებში განცხადებებით გააფრთხილოს, ყველას მობილურზე მესიჯი გაუგზავნოს და ასევე, ინფორმაცია გაავრცელოს რადიოსა და ტელევიზიით.
თუკი განგაშის დროს მოქალაქე მანქანაში იმყოფება, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს მანქანა და სპეციალურ სამალავში გადავიდეს, სადაც ყველა მოქალაქე უნდა შეაფაროს თავი. ასევე, ბიუჯეტიდან გამოიყო თანხები იმისათვის, რომ მოქალაქეები სპეციალურად მოამზადონ თავსაცვისთვის.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაგამოძიება მიმდინარეობს ტენდენციურად