გარკვეული გაერთიანებები, შემცირებები იგეგმება – კალაძე მთავრობის ახალ შემადგენლობაზე

გარკვეული გაერთიანებები იგეგმება, შემცირებები იგეგმება – ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა, პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.
კალაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია, წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
„გარკვეული გაერთიანებები იგეგმება, შემცირებები იგეგმება. იმიტომ, რომ მთავარი არის მობილურობა, მთავარი არის სისწრაფე, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მგონია, რომ რეფორმები, რომელიც იქნა დაანონსებული პრემიერის მხრიდან, ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“-განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამოძიება ხადას ხეობაში მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს – შსს
შემდეგი სტატიახადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს