გამყრელიძე – სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80-90 ათას აცრაზე, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გავტეხავთ წელში

აგვისტოში სერიოზულად გაზრდილია აცრების რაოდენობა, ივლისთან შედარებით სამჯერ. დღიური მაჩვენებელი დღეს გვაქვს 22 000, ოდნავ მეტი აგვისტოში და ბოლო ერთ კვირაში გვაქვს 24 000-ზე მეტი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე წინა თვეებში იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემას დღიურად 40 ათასი ვაქცინის გაკეთების საშუალება აქვს.

„რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცულები. აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ საერთო აცრათა რაოდენობა გვექნება 60 0000-65 0000. სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80 0000-90 0000 და რა თქმა უნდა უკეთესი იქნება მილიონი აცრა, ოქტომბერშიც დაახლოებით ამდენი, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გავტეხავთ წელში და დავასტაბილიზირებთ ისე რომ, შემდგომ თანდათან გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, მხედველობაში მაქვს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. ეს გარკვეულად იქნება იმის წინაპირობა რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – 30 აგვისტოს გაიგებთ, რა კონფიგურაციით, ვისთან ერთად წარვდგებით არჩევნებზე
შემდეგი სტატია2 ოქტომბერს ერთად უნდა დავამარცხოთ “ოცნება” – ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე