2 ოქტომბერს ერთად უნდა დავამარცხოთ “ოცნება” – ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე

პედაგოგები უკვე დიდი ხანია ხელისუფლებამ მიატოვა – ეს განცხადებები გაკეთდა ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატსა და ადგილობრივ მასწავლებლებთან შეხვედრის დროს.

ხატია დეკანოიძემ პედაგოგებთან ერთად განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა. ქუთაისელი მასწავლებლები ამბობენ, რომ წლებია ერთსა და იმევე ხელისუფლებას უყურებენ და რწმუნდებიან, რომ ეს არის “სამშობლოს მოღალატეების ხელისუფლება”.

“მოვისმინეთ მათი პრობლემები, უამრავი პრობლემები აქვთ და ამიტომ ყველამ ერთად 2 ოქტომბერს მთავარ რეფერენდუმზე უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება” და მოვიგოთ მერის არჩევნები. ქუთაისი უნდა იყოს პროგრესისა და განატლების ქალაქი და პირველი ქალაქი, რომელიც დასცემს და ჩამოაგდებს “ოცნებას” 43%-ზე დაბლა”,- ამბობს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80-90 ათას აცრაზე, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გავტეხავთ წელში
შემდეგი სტატიაავღანეთიდან ევაკუირებულმა ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა