ჩიხლაძე – 30 აგვისტოს გაიგებთ, რა კონფიგურაციით, ვისთან ერთად წარვდგებით არჩევნებზე

წინასაარჩევნო კამპანიის სტარტი 30 აგვისტოს გვექნება და გაიგებთ, რა კონფიგურაციით, ვისთან ერთად წარვდგებით საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატზე მსჯელობენ როგორც ჩიხლაძე აცხადებს, გიორგი ვაშაძე მერობის კანდიდატი არ იქნება,

30 აგვისტოს გვექნება ოფიციალური სტარტი წინასაარჩევნო კამპანიის, იქამდე შემიძლია ვთქვა, რომ დასკვნით ფაზაში არის დაგეგმარების პროცესი. 30 აგვისტოს ჩვენი ამომრჩეველი, საზოგადოება გაიგებს, რა კონფიგურაციით, ვისთან ერთად ან რა კანდიდატებით წარვდგებით საზოგადოების წინაშე და ზოგადად, როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია. დაგეგმილი გვაქვს ერთთვიანი აქტიური კამპანია, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიაა და ბევრი რამე შეზღუდულია, ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება სოციალურ ქსელებზე და სოციალურ მედიაზე. ვეცდებით, მაქსიმალურად ჩავრთოთ საზოგადოება ამ კამპანიაში.

თბილისის მერობის კანდიდატს რაც შეეხება, ეს ფინალიზაციის ფაზაშია. რამდენიმე კანდიდატზე ვმსჯელობთ და 30 აგვისტოსთვის გვეცოდინება. დარწმუნებით გეტყვით, რომ გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ყველა უნდა ვეცადოთ, რეკომენდაციები დაცული იყოს, რათა არ დაგვჭირდეს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80-90 ათას აცრაზე, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გავტეხავთ წელში