გამყრელიძე: ორჯერ აცრილებში გვაქვს 3 გარდაცვალება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორჯერ აცრილებში გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

“ერთხელ და ორჯერ აცრილებში ინფიცირება ივლისში გვქონდა, დაახლოებით, ერთჯერ აცრილებში 5 ათასი შემთხვევა, ხოლო ორჯერ აცრილებში, დაახლოებით, 4 ათასი ინფიცირების შემთხვევა აცრის შემდგომი. მაგრამ უმრავლესობა ორჯერ აცრილებში იყო ძალიან მსუბუქი, ჰოსპიტალიზაცია ძალიან მცირე ნაწილს დასჭირდა. სამწუხაროდ, გვაქვს 3 გარდაცვალება ორჯერ აცრილებში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაში“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი გადაცემა “მთავარ აქცენტებში” თბილისის მერობის კანდიდატებს – კახა კალაძესა და გიორგი გახარიას იწვევს
შემდეგი სტატიაგიორგი კალანდარიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა