გამყრელიძე ჯარიმების გაუქმებაზე: თუ აკრძალვები აუცილებელი გახდა, ეს ნაკლებად განმეორდება

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმება მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია.

როგორც გამყრელიძე ამბობს, თუკი აკრძალვების დაწესება კიდევ გახდება საჭირო, ყველას მოუწევს კანონს დაემორჩილოს.

„მოგეხსენებათ, ეს ერთჯერადი აქტი იყო მთავრობის მიერ გაცხადებული. ამაში დებატებში არ შევალ. ეს გარკვეული შეღავათია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაჯარიმდნენ და მოეხსნათ ახლა ეს ჯარიმა და მათთვის სერიოზული შეღავათია. რა თქმა უნდა, ამით ჩვენ არ უნდა გავთამამდეთ. ეს გახლავთ ერთჯერადი.  არავის გვინდა აკრძალვები კიდევ დაწესდეს ქვეყანაში, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა გახდა, რა თქმა უნდა, მერე ეს [ჯარიმების გაუქმება] ნაკლები ალბათობით გამეორდება, ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი: „ქვეყანას სჭირდება რეალური გეგმა, და არა 10 წლიანი ილუზიების შეთავაზება
შემდეგი სტატიაპროტასევიჩი და საპეგა მოულოდნელად შინაპატიმრობაში გადაიყვანეს