პროტასევიჩი და საპეგა მოულოდნელად შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო სოფია საპეგა, რომლებიც ბელორუსში 23 მაისს თვითმფრინავის იძულებითი დაშვებისას დააპატიმრეს, ყველასთვის მოულოდნელად იზოლატორიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს – “დოიჩე ველე” წერს.

პროტასევიჩისა და საპეგას მშობლების განცხადებით ისინი მინსკში სხვადასხვა ბინაში ცხოვრობენ. “ჩვენ შოკში ვართ” – საპეგას მამინაცვალმა თქვა.

პროტასევიჩის მამამ თქვა, რომ მისთვის რთულია კომენტარის გაკეთება: “რთულია მთავრობის მოქმედებაზე კომენტარის გაკეთება, რა მიზნები აქვთ მათ. შესაძლებელია, ის რაღაც პოლიტიკურ თამაშშია ჩათრეული… რა იქნება მომავალში არ ვიცით” – თქვა დმიტრი პროტასევიჩმა.

სოფია საპეტგას ადვოკატმა თქვა, რომ მას მშობლებთან შეხვედრის ნება დართეს – რამდენიმე ხნის წინ ისინი რესტორანში ერთად სადილობდნენ.

23 ივნისს ბელორუსელმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ანტონ მოტოლკომ საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ პროტასევიჩი და საპეგა ერთ-ერთ ბაღში თავისუფლად სეირნობენ და ჟურნალისტს კემერების წინ ინტერვიუს აძლევენ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე ჯარიმების გაუქმებაზე: თუ აკრძალვები აუცილებელი გახდა, ეს ნაკლებად განმეორდება
შემდეგი სტატია8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულმა 2018-ში 9 წლის ბავშვზეც იძალადა