გალის რაიონის მკვიდრი საკარანტინო ზონაში მოათავსეს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, კერძოდ გალის რაიონის სოფელ მუხურიდან, ზუგდიდში გადმოსული მამაკაცის დაკავება სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფმა სამი საათი დაიგვიანა, რის განმავლობაშიც პოლიცია ცდილობდა შეეკავებინა გალის რაიონის მკვიდრი ფ.მ. საკარანტინო ზონაში გადაყვანის მიზნით.
ამჟამად ეს პირი კორონავირუსის ნიშნებით გადაყვანილია ბათუმის საკარანტინო ზონაში. მისივე განცხადებით, მის სოფელში კორონავირუსის ნიშნებით დაინფიცირებული სამი პირი იმყოფება, რომლებიც ვერ ახერხებენ ენგურს გამოღმა გადმოსვლას.

 

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ბგანბამ ა.წ. 28 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათის შემოღების თაობაზე. კომენდანტის საათი იმოქმედებს ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე.

 

banner
წინა სტატიაშიგოჩა ლიპრატია კარდაკარის ფარგლებში მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაუკუნოვანი ჭადრის ორი ხე ამ წუთებში ე.წ. დენდროლოგიური პარკისკენ დაიძრა