გალერი სააკაშვილზე:განცხადებების მიღმა მის ჩასვლას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ამბობს, რომ ისურვებდა, მსგავსი პოლიტიკური საქმეები პოლიტიკურად წყდებოდეს და არ ინაცვლებდეს სასამართლოში”.

გალერმა, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, ამერიკის ხმასთან თქვა, რომ დასავლელი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს დაჟინებით ურჩევდნენ, არ წასულიყო საქართველოში, რადგან ნათელი იყო, რომ მას დააკავებდნენ.

“ჩვენი შიში იმაში მდგომარეობდა, რომ ვფიქრობდით, ეს პარტიებს შორის /დაძაბულობას გაამწვავებდა. ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ასე არ მოხდა. განცხადებების მიღმა მის ჩასვლას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ სამართლიან პროცესს და დამოუკიდებელ სასამართლოს და ყველა პროცედურა იქნება კანონის შესაბამისი”. – თქვა გალერმა.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია – მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია
შემდეგი სტატიასარჯველაძე: ნუ დავაკავშირებთ სააკაშვილზე ღარიბაშვილის და პროკურორის განცხადებებს ერთმანეთთან