სარჯველაძე: ნუ დავაკავშირებთ სააკაშვილზე ღარიბაშვილის და პროკურორის განცხადებებს ერთმანეთთან

ნუ დავაკავშირებთ სააკაშვილზე ღარიბაშვილის და პროკურორის განცხადებებს ერთმანეთთან, ბატონმა ღარიბაშვილმა ვრცელი განმარტება გააკეთა და ბუნდოვანება გაფანტა,- ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შეიძლება კავშირში იყოს ღარიბაშვილის განცხადებასთან, რომ “სააკაშვილი თუ წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმეტებენ” პროკურორის დღევანდელი განცხადება, რომ შესაძლოა სააკაშვილი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოკითხონ.

სარჯველაძის თქმით, პროკურატურის გეგმებზე ამ კუთხით მას ინფორმაცია არ აქვს.

“რა გეგმები აქვს პროკურატურას მე ამის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ. ჰიპოთეტურად თუ ვიტყვით, რომ რომელიმე საქმეზე შეიძლება სააკაშვილის დაკითხვის საჭიროება გაჩნდეს, ეს ბუნებრივია, გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და ასეთი შესაძლებლობა რა თქმა უნდა, ექნება პროკურატურას თუ ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ უწყებას, რომელსაც შეიძლება კითხვები გააჩნდეს. ნუ დავაკავშირებთ ამას ერთმანეთთან, ბატონმა ღარიბაშვილმა ვრცელი განმარტება გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით და მგონი ყოველგვარი ბუნდოვანება გაფანტა იმ ინეტრპრეტაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისსავე მანამდელ განცხადებას გაუკეთდა და გულისხმობდა თითქოსდა ზეწოლას გამოძიებაზე,”- განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიგალერი სააკაშვილზე:განცხადებების მიღმა მის ჩასვლას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია
შემდეგი სტატიაბუტა რობაქიძის საქმეზე პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურის მოწმე, პოლიციელი დაიკითხა