ხოშტარია – მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია

იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია”,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც 14 ოქტომბერს დაანონსებულ “ნაციონალური მოძრაობის” აქციას გამოეხმაურა.

“მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ცდება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს. მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად ქვეყნისთვის არის პრობლემა და არ დაიყვანება იმაზე, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი მომხრე და ვინ – არა. მის მიმართ ჩემი კითხვები და პრეტენზიები იგივე რჩება, რაც ოდესმე მქონია.

მიმაჩნია, რომ რაც ახლა ხდება არ აქვს კავშირი არც სამართალთან და არც სასამართლო პროცესთან, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია”,-აღნიშნავს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: მთავარია, ყველა უერთდება პოზიციას, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს
შემდეგი სტატიაგალერი სააკაშვილზე:განცხადებების მიღმა მის ჩასვლას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია