გახარია: ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზეც

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “ღამის კურიერის” ეთერში ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა:

“პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია – ბიძინა ივანიშვილს მე ვთვლი და ჩემით ვაღიარებ მის დამსახურებებს, მაგრამ ჩემი სახელმწიფო და ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზეც. ეს არის ის ფასეულობები, რითიც მიცხოვრია და ვიცხოვრებ მომავალში, იმისდა მიუხედავად, რაც არ უნდა დამიძახოს ან ერთმა, ან მეორემ, ან მესამემ,”- თქვა ყოფილმა პრემიერმა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მართლა მელიასთვის გადავდექი?
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ქართველი ახალგაზრდების ძაან დიდი ნაწილი უბრალოდ დაბოლილია?