სააკაშვილი: ქართველი ახალგაზრდების ძაან დიდი ნაწილი უბრალოდ დაბოლილია?

“საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების კომენტარები. ბოდიში და ფეხებზეც მკიდია… სამოქალაქო არეულობად არ გეჩვენებათ, რომ ქართველი ახალგაზრდების ძაან დიდი ნაწილი უბრალოდ დაბოლილია? და იმიტომ კი არა, რომ ქართველები მიდრეკილი არიან ნარკოტიკების მიმართ, სრული სისულელეა ეს. იმიტომ რომ საქმე არ აქვთ, იმიტომ რომ ბირჟაზე დგანან, იმიტომ რომ საქართველო არის პირველ ხუთეულში მსოფლიოში, დანარჩენ ოთხ აფრიკულ ქვეყანასთან ერთად უმუშევრობის მაღალი დონით. …თქვენ არ გეჩვენებათ სამოქალაქო არეულობად ის, რომ ჩემს დროს სტატუსშეჩერებული სტუდენტი გადაუხდელობის გამო 2 800 იყო, ახლა იცით რამდენია, 43 ათასი. ეს არ არის არეულობის წყარო? რაში მაინტერესებს ვინ პოლიტიკოსი რას ამბობს”,- ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები”.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზეც
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ფონიჭალაში