გახარია: თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მართლა მელიასთვის გადავდექი?

გახარია მელია

თბილისის მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ დღეს მისი კონკურენტი, ნიკა მელია კენჭს კი არ უნდა იყრიდეს, არამედ სასჯელს უნდა იხდიდეს.

ჟურნალისტის კითხვაზე – რატომ გადადგა პრემიერ მინისტრის პოსტიდან, თუკი ფიქრობს, რომ ნიკა მელია დამნაშავეა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი მიზეზებს განმარტავს.

“თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მართლა მელიასთვის გადავდექი? მარტივი მიზეზის გამო გადავდექი. როგორც კი დავინახე, რომ პარტიის ნაწილი, პარტიულ ინტერესებს, რაც მათი პერსონალური ინტერესები უფრო იყო, სახელმწიფო ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებს, რა თქმა უნდა, მე ეს გადაწყვეტილება მივიღე. არც ერთი წამით და არც ერთი წუთით ამას არ ვნანობ. იგივეს გავაკეთებდი. რატომ გადავდექი იცით? იმიტომ რომ დღეს ნიკა მელია არჩევნების კანდიდატი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს მსჯავრდებული და იხდიდეს სასჯელს. ადამიანი, რომელმაც ფიზიკური შტურმი მიიტანა პარლამენტზე. წარმოგიდგენიათ ხომ? ამაზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ოცნება, მეგონა რომ გონიერება გაიღვიძებდა, მაგრამ არ გაიღვიძა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიკახისთან შეხვედრა არ უარვყავი, მაგრამ ვერც სიმართლეს ამბობს და ტყუილსაც უნდა თავი აარიდოს – გიორგი გახარია
შემდეგი სტატიაგახარია: ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზეც