გახარია ახალგაზრდებს – თქვენ თუ არ დაკავდებით ქვეყნისთვის პოლიტიკურად აქტუალური თემებით – პოლიტიკა დაკავდება თქვენით და იქნებით ამ ყველაფრის გვერდიდან მაყურებელი

გიორგი გახარია რუსთავში ახალგაზრდებს შეხვდა.
„მე და ჩვენი გუნდი დარწმუნებული ვართ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც ბოლო 30 წლის განმავლობაში, არა მხოლოდ პოლიტიკაში, მეცნიერებაშიც, ბიზნესშიც და კიდევ ბევრგან, ელიტების ნელ-ნელა ცვლილება უნდა დაიწყოს და ამის ერთადერთი გზა არის რაც შეიძლება სწრაფად ახალგაზრდებს გზა გაეხსნათ.“ – მიმართა გახარიამ ახალგაზრდებს.

„მესმის, რომ ეს არ არის მარტივი თემა, სოციალური ლიფტები – ეს არაფერი არ მუშაობს, უსამართლობის განცდა ბევრს აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი რამე უნდა იცოდეთ ყველამ – თქვენ თუ არ დაკავდებით ქვეყნისთვის პოლიტიკურად აქტუალური თემებით – პოლიტიკა დაკავდება თქვენით და უბრალოდ იქნებით ამ ყველაფრის გვერდიდან მაყურებელი. მერე ზოგიერთი თქვენგანი გამოვა მაღალფარდოვანი სიტყვებით, იტყვის რომ ეს არ მოწონს, ის მოწონს, ეს ცუდია და ასე შემდგომ – მაგრამ ამას საბოლოო ჯამში შედეგი არ ექნება.“ – განაცხადა გახარიამ

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაში ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი უშლის ხელს ახალგაზრდების შესვლას პოლიტიკაში და ასეთ ქვეყანაში ადამიანების ცხოვრებაზე ნებისმიერი გაურკვევლობა პირდაპირ ზემოქმედებს.

„ახალგაზრდების ძალიან დიდი რაოდენობას უნდა სოციალურად მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება, მაგრამ შემაფერხებელი ფაქტორებია. სამწუხაროდ, შემაფერხებელი ფაქტორები ამ ქვეყანაში ბევრია. ჩვენ ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა ვართ გარდამავალი ეკონომიკით, გარდამავალი დემოკრატიით და ბევრს გვესმის, რომ შემზღუდავი ფაქტორი ბევრია. თუმცა, აშკარად ჩანს, რომ ამ პოლიტიკურ ველზე შემოსვლას ყველა უფრთხის, ყველას ეშინია. ჩემთვის ეს გასაგებია – იმიტომ, რომ თქვენთვის პოლიტიკა არის პირველ რიგში, გაურკვევლობის მაღალი ხარისხი – ერთი, მეორე – რაღაც ბინძური საქმიანობა, სადაც პირადი, პერსონალური რეპუტაციის დაცვა საკმაოდ რთული იქნება და მესამე – ვერ ხედავთ დღევანდელი პოლიტიკის შემყურეები პრაქტიკული შედეგი რა შეიძლება იყოს. აი, ეს სამი ძირითადი ფაქტორია, რასაც ახლა მე ვხედავ და არც ერთი არ არის ობიექტური. იმიტომ რომ, სამწუხაროდ, განვითარებად დემოკრატიებში, ღარიბ ქვეყნებში როგორიც ჩვენ ვართ – პოლიტიკას ყველაზე დიდი ზეგავლენა აქვს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ქვეყანა რაც უფრო მდიდარია, ადამიანს უფრო მარტივად შეუძლია თავისი ინდივიდუალური სივრცე შეიქმნას. ჩვენთან ეს შეუძლებელია – იმიტომ, რომ ნებისმიერ გაურკვევლობას პირდაპირი ზემოქმედება აქვს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე“- ამბობს გახარია.

გახარიამ ისაუბრა ქვეყნაში სტაბილური გარემოს მისაწევად აუცილებელ ფაქტორებზე:
„ნებისმიერ ქვეყნაში მათ შორის საქართველოში გრძელვადიანი პროგნოზი შესაძლებელია სამი განმსაზღვრელი ფაქტორის პირობებში: ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი საშუალო კლასი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ძლიერი ინსტიტუტები. ახლა ჩვენ არცერთი არა გვაქვს და ეს ყველაფერი თქვენი შესაქმნელია. ამიტომ ჩემთვის ის, რომ ჩვენ დღეს პოლიტიკაში ვართ, და პარტიას ვქმნით და პოლიტიკაში ვრჩებით – ამის პირველი ამოცანა არის როგორ გავუხსნათ გზა პოლიტიკურ ველზე ახალგაზრდებს. ჩემთვის მაგალითად ჩვენი პარტიის ახალგაზრდული არ არის რაღაც პლაკატების გაკვრა და დროშების ფრიალი – ეს ხალხი პირდაპირ იქნება სიაში. რეგიონებში რომ დავდივართ ხანდაზმული გამოცდილი ხალხი ამას ცოტა ეჭვის თვალით უყურებს და ამათ ვეუბნებით და ვუხსნით – ერთი ხანდაზმულ, გამოცდილ, კეთილსინდისიერ ადამიანს უნდა მივამაგროთ 3-4 ახლგაზრდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი რამე უნდა იცოდეთ – მხოლოდ და მხოლოდ ენჯეო და სამოქალაქო სექტორიდან ქვეყნაში ბევრ რამეს ვერ შეცვლი ან დაგჭირდება ძალიან ბევრი წელი. ამიტომ თქვენ უნდა მოხვიდეთ აქტიურ პოლიტიკაში – ჯერ მუნიციპალურ დონეზე , შემდეგ ქვეყნის დონეზე , შემდგომ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე – სხვანაირად არ გამოვა არაფერი, ვერ შეიცვლება თამაშის წესები თუ სწორი ფასეულობების ადამიანები არ მოვიდნენ. ეს პოლიტიკური ველი და პოლიტიკური კულტურაა შესაცვლელი და ამას ვერ შეცვლი ხალხით, რომელიც 30 წელი პოლიტიკაშია. როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ცვლილება იგივე ხალხთან ერთად – თუ ნელ-ნელა პირადი შემადგენლობის ცვლილება არ მოხდა არაფერი არ იქნება.“ -ამბობს გახარია.

პარტია ,,საქართველოსთვის“ ლიდერი ახალგაზრდებს პარტიის მიერ გუნდის დაკომპლექტების კრიტერიუმებად შერჩეულ საკითხებზეც ესაუბრა.
,,სამი განმსაზღვრელი კრიტერიუმია: კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და ღირსება. ეს დღეს ჩვენს რეალობაში აქტუალურია იმიტო, რომ პოლარიზაცია ძალიან მაღალი ხარისხისაა, პოლიტიკაში არგუმენტები არის ლანძღვა-გინება , რაღაც ფეიქნიუსები და ათასი უბედურება. პროფესიონალიზმი კეთილსინდისიერების გარეშე საერთოდ არაფრის მომტანი არ არის , შეიძლება პირიქით – უკუშედეგი ჰქონდეს, და კეთილსინდისიერი ადამიანი თუ პროფესიულ სფეროში რაღაცას არ წარმოადგენს და არ ვითარდება – ესეც არაფრის მომტანია. ჩემი მოწოდებაც, თხოვნაც , ჩათვალეთ – მოთხოვნაც არის ის, რომ ვინც თქვენ თავს ხედავთ, თქვენს მომავალს უკავშირებთ ამ ქვეყანას – ერთმნიშვნელოვნად, პოლიტიკურ ველზე სულ უფრო და უფრო აქტიურად უნდა გამოჩნდეთ. არაფერი არ გამოვა სხვანაირად – არც პოლიტიკური კულტურა, არც პოლიტიკური რეალობა არ შეიცვლება – აი ასე ვიქნებით, რაღაცა გამოსწორდება მაგრამ ეს ტემპი იქნება ისეთი, რომელიც არავის არ დაგვაკმაყოფილებს. ამიტომ მინდა, რომ კონკრეტულ თემებზე ვისაუბროთ ღიად. თუ თვლით , რომ რეალურად არის რაღაცა რითაც შეგიძლიათ დღესვე უკვე წვლილი შეიტანოთ იმაში, რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს. მთავარი მიზანი რა თქმა უნდა არის ძლიერი სახელმწიფო – ძლიერი ინსტიტუტები და რა თქმა უნდა, თანაბარი პირობები ყველასთვის. კანონი უნდა კანონობდეს მაგრამ უნდა კანონობდეს ყველასთვის – უსამართლობის შეგრძნება არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა.“ – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიზურაბაშვილი – შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე – მანკიერი სიტუაციაა სავადმყოფოებში, შეჭმულია უამრავი ფული