ზურაბაშვილი – შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი

საქართველოს პეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს.

“13 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. დღეს საქართველო პატივს მიაგებს სამშობლოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებული 17 გმირის უკვდავ ხსოვნას. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მტერთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში ჩვიდმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას. შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს. ქვეყანას, რომლის ჯარისკაცებისთვისაც სამშობლოს თავისუფლება და მიწა-წყალი საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია, გლოვის და უიმედობის საბაბი არ აქვს.

სწორედ ამ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს, რომელმაც ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და ცოცხალი არ ჩაბარდა მტერს. არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ღონისძიება დღეს ვერ ჩატარდება იმ მასშტაბით, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მოითხოვს. შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია“,-აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე – კლინიკური ჯგუფისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრაზე ვიმსჯელეთ პრეპარატ „ივერმექტინის“ კოვიდავადმყოფების სამკურნალოდ კლინიკური კვლევის ჩატარებაზე, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება
შემდეგი სტატიაგახარია ახალგაზრდებს – თქვენ თუ არ დაკავდებით ქვეყნისთვის პოლიტიკურად აქტუალური თემებით – პოლიტიკა დაკავდება თქვენით და იქნებით ამ ყველაფრის გვერდიდან მაყურებელი