დავით ჭიჭინაძე – მანკიერი სიტუაციაა სავადმყოფოებში, შეჭმულია უამრავი ფული

სისტემა ისე გამოლპა, 2024 წლამდე როგორ მივა “ქართული ოცნება” კი არა, ამ ზამთარს როგორ გადააგორებენ, საკითხავი ჯერ ეს არის“,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, ხალხის დასახმარებლად გამოგზავნილი მილიონები „გაანიავეს და კორუფციული სქემებით ჯიბეებში ჩაილაგეს“.

„მანკიერი სიტუაციაა სავადმყოფოებში, შეჭმულია უამრავი ფული, თანაც ისე, რომ საწოლფონდებიც ვერ შექმნეს. უმცროსი მედპერსონალის მიზერული, 160-300 ლარის ანაზღაურების ფონზე, სამარცხვინოა პრემიერის განცხადება, გამგებლების, მათი მოადგილეების, ადმინისტრაციებში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების გაორმაგების შესახებ. მოკლედ, კატასტროფა, განუკითხაობა, ყველაფერი რაც დღეს ქვეყანაში ტრიალებს, აბსოლუტურად “ოცნების” ხელისუფლების და მუშკეტერების ბრალია!

შესაძლოა, უცოდინრობით დაიდო ეს შედეგი, მაგრამ თუ შეგნებულად, მაშინ სადისტები არიან და დასაჭერები“, – აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიგახარია ახალგაზრდებს – თქვენ თუ არ დაკავდებით ქვეყნისთვის პოლიტიკურად აქტუალური თემებით – პოლიტიკა დაკავდება თქვენით და იქნებით ამ ყველაფრის გვერდიდან მაყურებელი
შემდეგი სტატიაფეისბუქმა ასობით რუსული ანგარიში წაშალა, რომლებიც ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში იყვნენ ჩართულები